ჰიპ ჰოპ არტისტი Ras Green მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც პლატფორმა FlowFlow Magazine ავრცელებს ინფორმაციას, არტისტი მესამე სართულიდან გადმოვარდა.
Ras Green-ს, იგივე დავით პიქსაშვილს სამი ოპერაცია ესაჭიროება. როგორც FlowFlow Magazine წერს, ის მძიმე მდგომარეობაშია.

“გამარჯობათ მეგობრებო, ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ…
ჩვენი მეგობარი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია… ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის(ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა.
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036
დიდი მადლობა წინასწარ.”