ოჰაიოში ლეიკემიით დაავადებულმა ამერიკელმა ქართული სუფრა ინატრა – მისი სურვილი მალევე ახდა

ნიკო ქელბაქიანი საკუთარ ფეისბუქ პროფილზე წერს, რომ ოჰაიოში მცხოვრებ ამერიკელ კაცს, რომელსაც ლეიკემიის გამო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, ქართული კერძები უნატრია. მისი სურვილის ახდენაში მონაწილეობის სურვილი ამერიკაში საქართველოს საელჩომ და ელჩმა, დავით ბაქრაძემაც გამოთქვეს.

“ერთადერთი, რაც მომაფიქრდა, ვურჩიე Spend 4 Seasons in Georgia-ში დაეპოსტა, მაინც მთელი დუნია ხალხია შეკრებილი და იქნებ ვინმე გამოჩნდეს-მეთქი. დაპოსტვიდან მალევე ატყდა ერთი ამბავი და გადაპოსტვები, ერთ-ორ საათში ოჰაიოელი ქართველებიც ჰყავდა მონახული და მერე საერთოდ საელჩოდან დაუკავშირდნენ, ელჩი დავით ბაქრაძე შეჰპირდა საელჩოს მზარეულის გაგზავნას. ხოდა, დღეს აი, ასეთი ლამაზი სუფრა გაშალეს ნიგვზიანი ბადრიჯნებით, შქმერულით, ტარხუნის ლიმონათით, ქართული ღვინით და კიდევ ბევრი რამერუმით.” – წერს ფეიისბუქზე ნიკო ქელბაქიანი.