სიყვარულით, AMARIA

Image may contain: Anamaria Fessmann, sitting, drink, table and indoor

ანამარია ფესმანის მიერ მინიმალისტური და მარტივი ფორმებით შექმნილი ბეჭდების კოლექცია მალევე იქცა მისთვის ინსპირაციად, შექმნილიყო უფრო დიდი და მაშტაბური პროექტი – AMARIA HOME. 

გზა AMARIA-მდე

სკოლის დამთავრების შემდეგ გავემგზავრე იტალიაში, კერძოდ მილანში, ბაკალავრზე NABA-ს უნივერსიტეტში, სადაც დავამთავრე interior / product Design-ის ფაკულტეტი . შემდეგ რამოდენიმე თვე ვიმუშავე მილანში და ამავდროულად მივიღე მონაწილეობა Domus academy-ს უნივერსიტეტის კონკურსში დაფინანსებისთვის, სადაც გავაკეთე Balenciaga-ს ვიტრინის დიზაინი და გავედი მეორე ადგილზე.

2018 წლის სექტემბერიდან დავიწყე მაგისტრატურა visual merchandising and fashion styling-ის ფაკულტეტზე და ამასთანავე ვაკეთებდი კოლაბორაციებს სხვადასხვა ბრენდებთან და ჟურნალებთან , მაგალითად ,vogue თან, სადაც დაიბეჭდა ჩემი გადაღებული ფოტო vogue Talents ის 10 წლის აღსანიშნავ გამოცემაში. ასევე, სხვა ბრენდებთან: MM6 , Ducati , oltrefrontiera proggetti და Diesel.

Image may contain: sky, ocean, cloud, outdoor, nature and text

AMARIA

AMARIA ს იდეა პირველად გამიჩნდა 2016 წელს, როდესაც ვიყავი მეორე კურსზე , ჩემი პირველი პროდუქტი იყო, რა თქმა უნდა,  ბეჭდები, რომელსაც ვამზადებდი 3D პრინტერის გამოყენებით ჩემთვის და ჩემი მეგობრებოსთვის. ეს იმდენად მომეწონა და მას ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ იმ ზაფხულსვე დავიწყე გაყიდვა.

პირველ კოლექციას კი ერქვა Reddish და ეს კოლექცია იყო სხვადასხვა ლამაზი ფორმებით ინსპირირებული. ზოგს ქონდა ზოდიაქოს მიმსგავსებული ფორმა, ზოგს კი ჩემი აბსტრაქტული ხედვით იქმნებოდა.

EASY LOVE

მინდოდა შემექმნა ისეთი ბეჭდები რომელსაც მეთვითონ ხელით დავამზადებდი.

Easy Love კოლექციის მთავარი ინსპირაცია არის, რა თქმა უნდა, სიყვარული. ეს არის თემა, რომლეზე ფიქრის არასდროს მღლის. სიყვარულზე შეყვარებული ვარ. ჩემი ბეჭდები შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ასევეა სიყვარულიც.

No photo description available.

იდეა ჩემი ქმნილების მიღმა არის ის, რომ სიყვარული არ არის ყოველთვის უსაფრთხო, ან სრულყოფილი . ჩვენ, ადამიანები ვუშვებთ შეცდომებს. სიყვარულის საიდუმლო კი სწორედ ის არის, რომ ვკონცენტრირდეთ დადებითზე და იმაზე, თუ რას ვაკეთებთ სწორად.

დიზაინიც მინდოდა რომ ყოფილიყო ისეთი, რომელიც ამ იდეას გართულების გარეშე გადმოცემდა იმ მარტივი ვიზუალითა და ფორმით.

Easy Love ის კოლექციის შექმნამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მოთხოვნა AMARIA-ს პროდუქტზე. ეს იყო პირველი მაშტაბური წარმატება.

AMARIA HOME

AMARIA HOME-ის გამოშვებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი და ვგეგმავდი. რადგან თავად ვარ ინტერიერის / პროდუქტის დიზაინერი, სულ მინდოდა შემექმნა პროდუქტი რომელიც იქნებოდა სხვა ყველა არსებულისგან განსხვავებული და ამავდროულად იქნებოდა სახლისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთი.   

ზოგადად, არასდროს ვსაუბრობ სამომავლო გეგმებზე .

ჩემთვის მთავარია რომ AMARIA, როგორც ბრენდი და მე, როგორც დიზაინერი ყოველთვის ვიყოთ ზრდის და სწავლის პროცესში, რომ ორივე თანაბრად განვვითარდეთ.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი გეგმა და დიდი სურვილია რომ AMARIA-მ დაიმიკვიდროს თავი საერთაშორისო ბაზარზე და დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა.