Forbes-მა კაილი ჯენერი მილიარდერების სიიდან ამოიღო და ტყუილში დაადანაშაულა. ეს ავტომატურად აუქმებს მისი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსს.
როგორც Forbes წერს, კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა კაილი ჯენერის ქონების შესახებ მოიტყუა და ოჯახის ბუღალტერმა გამოცემას კაილის კომპანიის ცრუ საგადასახადო დეკლარაცია გაუგზავნა.
“არასდროს მითხოვია რამე ტიტული და არც მათ მოსაპოვებლად მომიტყუებია” – პასუხობს კაილი ჯენერი გამოცემის ბლადებას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში გამოცემამ 21 წლის კაილი ჯენერი ოფიციალურად დაასახელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად.