ამერიკელი მსახიობმა, ჯოშ გედიმ „ბეჭდების მბრძანებლის“ ფანებისთვის საჩუქარი მოამზადა – მან ტრილოგიის მსახიობები ერთმანეთს შეახვედრა.
მსახიობმა ინტერნეტ გადაცემა „Reunited Apart“ პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის ფარგლებში შექმნა. მისი მიზანია შეაგროვოს ფული, რათა კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს.
ჯოშ გედი Zoom-ის საშუალებით ურეკავს მსახიობ შონ ესტეინს და ეკითხება, ხომ არ იქნება წინააღმდეგი ელაია ვუდიც შემოუერთდეს. ვიდეოში თანმიმდევრულად ჩნდებიან ორლანდო ბლუმი, იან მაკკელენი, ვიგო მორტენსენი, შონ ბინი და სხვები. მსახიობებთან ერთად ვიდეო-შეხვედრაში ფილმის რეჟისორი, პიტერ ჯექსონიც მონაწილეობს.