მარტინ სკორსეზემ თვითიზოლაციაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, მსახიობმა, მწერალმა და პროდიუსერმა მარტინ სკორსეზემ სტუდიისთვის BBC თვითიზოლაციის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მარტინ სკორსეზე ფილმში განიხილავს როგორ მოქმედებს კინოინდუსტრიაზე კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული წესები და აკრძალვები. გარდა ამისა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი ეხება იმას, თუ როგორ აისახა პანდემია რეჟისორის პირად ცხოვრებაზე, მის ფიქრებზე, მუშაობასა და ახლობლებთან დამოკიდებულებაზე.

Photo Credits to Evan Agostini/Invision/AP/Shutterstock

„ველოდები როგორ აისახება ჩემზე კორონავირუსის პანდემიის სიტუაცია მომავალში. ასეთ დროს საჭიროა ვიყოთ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გვიყვარს, გავუფრთხილდეთ მათ და ბევრი დრო დავუთმოთ“ – განაცხადა 77 წლის რეჟისორმა.