სერიალი Gossip Girl რვა წლის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება

Gossip Girl ანუ ჭორიკანა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თინეიჯერული სერიალია, რომლის საკულტო პერსონაჟები დღემდე მილიონობით ადამიანის გულის დაპყრობას ახერხებენ და სოციალურ ქსელებშიც სერიალის გარშემო აქტიურობა არ წყდება.

სერიალის ფინალური სერიის გამოსვლიდან 8 წლის შემდეგ სტრიმინგ სერვისი HBO max Gossip Girl-ის გაგრძელებას გადაიღებს. ახალ შოუზე ორიგინალი სერიალის შემქმნელების თითქმის უცვლელი გუნდი, თუმცა მსახიობების სრულიად ახალი შემადგენლობა იმუშავებს.

შოუს სიუჟეტი Gossip Girl-ის ორიგინალი ვებ-გვერდის გათიშვიდან 8 წლის შემდეგ, მანჰეტენელი თინეიჯერების ახალი თაობის გარშემო ვითარდება, რომელთაც წინა თაობის მსგავსად მოუწევთ გაიგონ რას ნიშნავს ჭორიკანას სოციალური ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრება. ნაწილობრივ ცნობილია ქასთის ახალი წევრების ვინაობაც, რომელთა შორისაა ბლოგერი, მწერალი და მსახიობი ტავი გევინსონი, ასევე: Whitney Peak, Thomas Doherty, Emily Alyn Lind და სხვები. გარდა ამისა, არსებობს ჭორები ორიგინალი შოუს რამდენიმე მსახიობის სერიალში დაბრუნების შესახებ.

PHOTOGRAPHED BY INEZ AND VINOODH

თავდაპირველად ახალი შოუს პრემიერა 2020 წლის შემოდგომას იგეგმებოდა. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული გადაღებების შედეგად მაყურებელი სერიალის ეკრანებზე ხილვას 2021 წლამდე ვერ შეძლებს.