კომპანია Apple გეგმავს მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ერთობლივი ფილმი – „Killers of the Flower Moon“ დააფინანსოს.

როგორც ცნობილია, Apple არა მხოლოდ ფულად დახმარებას გაუწევს ფილმის რელიზს, არამედ გადაღების სტუდიის როლშიც იქნება. ცნობილია, რომ ფილმის ბიუჯეტი უკვე გაწერილია, იგი დაახლოებით 180-200 მილიონ დოლარს შეადგენს. ოფიციალურად დოკუმენტზე ჯერ მომავალ პარტნიორებს ხელი არ მოუწერიათ, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები იუწყებიან, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
თუ ფილმის გადაღებები შედგება, „Killers of the Flower Moon“ დიკაპრიოსა და სკორსეზეს რიგით მეექვსე ერთობლივი პროექტი იქნება. ფილმის სიუჟეტი 1920-იანი წლებში ვითარდება, აგენტები ინდიელების მდიდარ მიწაზე მომხდარ მკვლელობას იძიებენ.