Dad, How do I – იუთუბერი მამებისგან მიტოვებული ბავშვების დასახმარებლად

ამერიკელი რობ კენი მხოლოდ 12 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა. როდესაც რობი გაიზარდა, მან გადაწყვიტა შეექმნა არხი Youtube-ზე, რათა დახმარებოდა ბავშვებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

არხს იუთუბერმა „Dad, How do I?“ დაარქვა. ვიდეოებში იგი ბავშვებს ასწავლის, როგორ უნდა გააუთაო მაისური, შეიკრა ჰალსტუხი, გაიპარსო წვერი და გარდა ამისა, ცხოვრებისეულ რჩევებსაც იძლევა.

დღეს არხს „Dad, How do I?“ ორ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. როგორც ვიდეოების ავტორი ამბობს, ის არ ელოდა ასეთ გამოხმაურებას და მისი მთავარი მიზანია სწორად აღზარდოს საკუთარი შვილები და დაეხმაროს სხვა ბავშვებს, რომლებსაც მამობრივი სიყვარული აკლიათ. კომენტარებში მომხმარებლები მადლობას უხდიან რობს გულწრფელობისთვის და აღიარებენ, რომ ასეთი ვიდეოები მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.