ემოციური ფოტოები აშშ-ის აქციებიდან

25 მაისს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში უკანონო დაპატიმრებისას შავკანიანი მოქალაქე, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექპერტისა და ჰენეპინის (მინესოტის შტატი) საოლქო სასამართლო ექპერტების დასკვნების თანახმად, ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლია.

ორივე ესპექრტიზა თანხმდება, რომ მისი სიკვდილი პოლიციელის – დერეკ ჩაუვინის ქმედების შედეგად დადგა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი დაკავებისას ფლოიდს კისერზე მუხლით დააწვა.

„ვეღარ ვსუნთქვავ“; „მომკლავენ“ – ისმის ფლოიდის ხმა ვიდეოში. 

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო უკვე ერთ კვირაზე მეტია ამერიკის ათეულობით შტატში მასშტაბური აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობირივ მოპყრობას და ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფოტოს აქციებიდან:

მუხლზე დაჩოქილი პოლიციელები აქციის მონაწილეების პირისპირ

აქციის მონაწილე და პოლიციის ოფიცერი აქციაზე: “არსებობს მხოლოდ ერთი რასა… ადამიანური რასა!”

ამაღელვებელი კადრი აქციიდან

სამედიცინო პერსონალი უერთდება პროტესტს ფილადელფიაში

ომის ვეტერანი აქციაზე: “ამ ქვეყნისთვის იმიტომ არ მიბრძოლია, რომ ვუყურო, თუ როგორ კლავენ ჩემს შავკანიან ძმებსა და დებს”

პოლიციელები კანზას-სიტიში ადგილობრივ აქციას შეუერთდნენ

წყარო: Bored Panda