კანიე ვესტმა ჯორჯ ფლოიდის შვილს კოლეჯში სწავლა დაუფინანსა

ჰიპ-ჰოპ არტისტმა 2 მილიონი დოლარი გამოყო ჯორჯ ფლოიდის, აჰმუდ არბერისა და ბრეონა ტეილორის ოჯახებისთვის. ჯორჯ ფლოიდის 6 წლის შვილს, ჯიანა ფლოიდს, კოლეჯში სწავლის ფული კი მთლიანად დაუფინანსა. 

Kanye West's Fashion Career: Yeezy, Louis Vuitton and More – WWD

25 მაისს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში უკანონო დაპატიმრებისას შავკანიანი მოქალაქე, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექპერტისა და ჰენეპინის (მინესოტის შტატი) საოლქო სასამართლო ექპერტების დასკვნების თანახმად, ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლია.

ორივე ესპექრტიზა თანხმდება, რომ მისი სიკვდილი პოლიციელის – დერეკ ჩაუვინის ქმედების შედეგად დადგა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი დაკავებისას ფლოიდს კისერზე მუხლით დააწვა.

New, Independent George Floyd Autopsy Calls Death Homicide – Deadline

„ვეღარ ვსუნთქვავ“; „მომკლავენ“ – ისმის ფლოიდის ხმა ვიდეოში. 

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო უკვე ერთ კვირაზე მეტია ამერიკის ათეულობით შტატში მასშტაბური აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობირივ მოპყრობას და ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.