ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორს, მწერალ ჯოან როულინგს ქვიარების უფლებათა აქტივისტები და გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებების ნაწილი ტრანსფობიური განცხადების გამო აკრიტიკებენ.
იხილეთ განცხადება:
Twitter-ის მომხმარებლები წერენ, რომ „როულინგი არის TERF“ [ანუ trans-exclusionary radical feminist], რაც ითარგმნება, როგორც „რადიკალი ფემინისტი, რომელიც ტრანს უფლებებს არ აღიარებს“ .
შეგახსენებთ, რომ ტრანსფობია აღნიშნავს შიშს ან სიძულვილს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, მათდამი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, ნეგატიურ სტერეოტიპებს და ა.შ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მწერალს ტრანსფობიურ განცხადებებში ადანაშაულებენ.