ჩინეთში დასრულდა კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების პირველი ეტაპი

ჩინეთში დასრულდა კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების პირველი ეტაპი. კვლევაში მონაწილეობა 108 ადამიანმა მიიღო. როგორც აცხადებენ, მიღებული შედეგები ოპტიმისტურია.ვაქცინას ქონდა სწრაფი იმუნური რეაქცია და თითქმის არ ქონია გვერდითი ეფექტები.

პეკინის ბიოტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერების წინაშე უფრო რთული მეორე ეტაპია, რომელიც ნახევარი წელი გაგრძელდება. 

ამ დროისთვის კი მსოფლიო ჯადნაცვის ორგანიზაცია იწყებს ტესტირების სერიას, რომლისთვისაც უკვე არჩევს ვაქცინის კანდიდატებს.