დენიელ რედკლიფი ჯოან როულინგის ტრანსფობიურ განცხადებებს პასუხობს

ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან — დენიელ რედკლიფი ჯოან როულინგს პასუხობს. დენიელ რედკლიფმა LGBTQ+ თემში სუიციდის პრევენციის საქველმოქმედო ორგანიზაცია Trevor Project-ის ვებსაიტზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი ამბობს, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვუჭერდეთ მხარს ტრანსგენდერებსა და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებს, იმის ნაცვლად, რომ მათი იდენტობა ეჭვქვეშ დავაყენოთ.

Daniel Radcliffe Won't Play Harry Potter Again – Variety

რედკლიფი ასევე ბოდიშს უხდის მკითხველს, რომელიც თვლის, რომ წიგნების მიმართ მათი დამოკიდებულება სამუდამოდ გაუფერულდა. 

როულინგმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გააზიარა სტატია სახელწოდებით “კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შევქმნათ უფრო თანასწორი გარემო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ”. სტატიის აღწერილობაში კი დაწერა: “ადამიანები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ”. ვფიქრობ, მსგავსი ადამიანებისთვის შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა, დამეხმარეთ გახსენებაში”.

ამის გამო ის ბევრმა მსოფლიო ბესტსელერის ავტორი ტრანსფობიაში დაადანაშაულა. როგორც ქვიარ აქტივისტები ამბობენ, მენსტრუაცია ტრანსგენდერების, არაბინარული იდენტობის მქონე პირებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისთვისაცაა დამახასიათებელი, ამიტომ როულინგის განცხადებები ტრანსფობიური და არასენსიტიურია.