კანიე უესტი Forbes-ის მიხედვით 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია

Forbes-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, კანიე უესტი 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია, ხოლო ყველაზე მაღალანაზღაურებად სელებრითებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მისი შემოსავალი $170 მილიონია.
აღსანიშნავია, რომ სელებრითებს შორის პირველ ადგილზე მისი ოჯახის წევრი, კაილი ჯენერია $590 მილიონით.

ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსებს შორის უესტის შემდეგ მეორე ადგილზე ელტონ ჯონია, რომლის შემოსავალიც $81 მილიონია, ხოლო მესამე ადგილზე არიანა გრანდეა $72 მილიონით.

Forbes-ის სია მუსიკალური ინდუსტრიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ უცნაურ დროს გამოქვეყნდა – მუსიკოსების დიდი ნაწილი თავიანთ შემოსავალს სწორედ ტურნეების მეშვეობით იღებს, რაც წელს, კორონავირუსის გამო, ნაკლებად მოსალოდნელია რომ მოხდეს. ამის მიუხედავად, კანიე უესტის შემოსავალი თავისი ბრენდის, Yeezy-ის ფეხსაცმლის ხაზით იზრდება.

მთლიანი სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი Forbes-ის მიხედვით (2020):

1. კანიე უესტი $170 მლნ
2. ელტონ ჯონი $81 მლნ
3. არიანა გრანდე $72 მლნ
4. Jonas Brothers $68.5 მლნ
5. Chainsmokers $68 მლნ
6. ედ შირანი $64 მლნ
7. ტეილორ სვიფტი $63.5 მლნ
8. პოსტ მელოუნი $60 მლნ
9. Rolling Stones $59 მლნ
10. Marshmello $56 მლნ
11. შონ მენდესი $54.5 მლნ
12. ჯეი-ზი $53.5 მლნ
13. ბილი აილიში $53 მლნ
14. BTS $50 მლნ
15. დრეიკი $49 მლნ
16. ჯენიფერ ლოპეზი $47.5 მლნ
17. პინკი $47 მლნ
18. რიანა $46 მლნ
19. ლუკ ბრაიენი $45.5 მლნ
20. Backstreet Boys $45 მლნ
21. ფილ კოლინზი $45 მლნ
22. ბლეიკ შელტონი $43.5 მლნ
23. სელინ დიონი $42 მლნ
24. The Eagles $41 მლნ
25. Metallica $40.5 მლნ