ნარჩენები, როგორც მაღალი მოდის ნაწილი

წითელი თოკი, ერთი წყვილი გაცვეთილი ფეხსაცმელი, ცხვრის თავის ქალა… ეს იმ ნარჩენთა მცირედი ჩამონათვალია, რომელთაც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მოდის ინდუსტრიაში ვერ შეხვდებით, თუმცაღა ზემოთ ხსენებული ნივთები ჩინელი დიზაინერისთვის – უან იუნფანგისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა.

Photo Credits to Cheng Chong

უანი ქმნის სამოსს, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ იგი ნახმარი ნივთებისა და ნარჩენების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს. მათ დიზაინერი საკუთარ სხეულზე ითავსებს და შემდგომ კამერასთან პოზირებს. აღნიშნული აქტით იგი მესიჯს უგზავნის სამყაროს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამანგრეველი ძალის მქონეა და დესტრუქციული ხასიათის მატარებელია ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის პროდუქტის მოხმარება.

„მე ამ ტანისამოსს ვქმნი იმისთვის, რომ გავზარდო ცნობიერება გარემოსთან მიმართებით, ეს პერფორმანსია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ აღნიშნულ ტანისამოსს ყოველდღიურად ვერ ჩაიცვამთ. მე ვქმნი მათ იმისთვის, რომ სამყაროს მივაწვდინო ხმა, რომ დაიცვან ბუნება.“ – აცხადებს დიზაინერი.

თავის ბოლო ფოტოსერიებში, რომლის სახელწოდებაცაა „ოკეანის დაცვა“, დიზაინერის ტანსაცმელს წარმოადგენს თევზსაჭერი ბადე, რომელიც მას ტანზე აქვს შემოხვეული და პლასტმასის ნარჩენები. მისი სევდიანი და ტანჯვის გამომხატველი მიმიკები კი ბადეში გაბმული, ოკეანის მკვიდრი ცხოველების განცდების განსახიერებაა.