ემა უოტსონი ჯოან როულინგის პოსტს ეხმაურება

მსოფლიო ბესტსელერი ჰარი პოტერის ვარსკვლავი ემა უოტსონი ჯოან როულინგის 6 ივნისს დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.

მსახიობი წერს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ისინი არიან, ვინც არიან და სხვებმა არ უნდა ასწავლონ ცხოვრება.

მინდა, რომ ჩემმა ტრანსგენდერმა გამომწერებმა იცოდეთ, რომ მე და მრავალ ადამიანს უყვარხართ და პატივს გცემენ.” – წერს ემა უონსტონი. 

როულინგმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გააზიარა სტატია სახელწოდებით “კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შევქმნათ უფრო თანასწორი გარემო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ”. სტატიის აღწერილობაში კი დაწერა: “ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს – Wumben? Wimpund? Woomud?”

ამის გამო ის ბევრმა მსოფლიო ბესტსელერის ავტორი ტრანსფობიაში დაადანაშაულა. როგორც ქვიარ აქტივისტები ამბობენ, მენსტრუაცია ტრანსგენდერების, არაბინარული იდენტობის მქონე პირებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისთვისაცაა დამახასიათებელი, ამიტომ როულინგის განცხადებები ტრანსფობიური და არასენსიტიურია.