ZARA-ს მფლობელი მსოფლიოს მასშტაბით 1200-მდე მაღაზიას დახურავს

ესპანური ჯგუფი Inditex, რომელიც ZARA-სთან ერთად ფლობს Bershka-ს, Pull & Bear-ისა და Massimo Dutti-ს მაღაზიათა ქსელებს, გეგმავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1200-მდე მაღაზია დახუროს. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა Covid-19 პანდემია. პანდემიის პირობებში კომპანიის გაყიდვებმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, რამაც გამოიწვია ZARA-ს 3,785 მაღაზიის დახურვა. თუმცა, პანდემიის გამო გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ მაღაზიებზე – მომხმარებლების უმეტესობა პროდუქციას სახლიდან ყიდულობს.

კომპანია მაღაზიების დახურვას ძირითადად ევროპასა და აზიაში გეგმავს. ისინი ასევე გეგმავენ 470 ახალი მაღაზია გახსნან. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლები სამუშაოს არ დაკარგავენ.