სახლის რემონტისას მაიას ცივილიზაციის ფრესკები აღმოაჩინეს

ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო გვატემალაში მდებარე ქალაქ ჩახულში სახლის რემონტისას მაიას ცივილიზაციის ფრესკები აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ნახატები ახალი წელთაღრიცხვის 1524-1821 წლებით დაათარიღეს.

გვატემალის ქალაქ ჩახულში აღმოჩენილი კედლის მხატვრობის ნიმუში.

გამოსახულება ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საკუთარი სახლის რემონტის დროს, ბათქაშის სამი ფენის ქვეშ 2005 წელს შენიშნა, მაგრამ არქეოლოგების გუნდმა იაროსლავ ჟრალკას ხელმძღვანელობით ფრესკების დოკუმენტირება მხოლოდ მცირე ხნის წინ შეძლო. 

გვატემალის ქალაქ ჩახულში აღმოჩენილი კედლის მხატვრობის ნიმუში.

არქეოლოგების თქმით,  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი გამოსახულებები არა რელიგიურ ნაგებობაში, არამედ საცხოვრებელ სახლში გვხვდება.