კარანტინის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა — ეიფელის კოშკი პირველად, 25 ივნისს საჯაროდ გაიხსნება. ეიფელის კოშკის გახსნა პარიზში მკაცრი კარანტინის გაუქმების მეორე ფაზის ნაწილია.
რაც შეეხება ლუვრს, ოფიციალურად გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის დამთვალიერებლებისთვის 6 ივლისიდან გაიხსნება.