კონკურენციის სააგენტო Facebook-ის მიერ Giphy-ის შესყიდვას იკვლევს

დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა სააგენტო (CMA) Facebook-ის მიერ Giphy-ის შესყიდვას სწავლობს, რათა დაადგინოს, იქნება თუ არა პრობლემური აღნიშნული გარიგება კონკურენტული გარემოსთვის.

სააგენტომ ოფიციალური შეტყობინება ფეისბუქს უკვე გაუგზავნა და კომპანიების შერწყმის პროცესი დროებით დააპაუზა გამოძიების დასრულებამდე. გარდა ამისა, სააგენტო ფეისბუქისგან ოფიციალურად ითხოვს შეინარჩუნოს Giphy-ის მენეჯმენტი, თანამშრომლები და კომპანიამ განაგრძოს ცალკე, ფეისბუქისგან დამოუკიდებლად არსებობა. სხვა ყველა შემთხვევაში Facebook-ს სააგენტოს წერილობითი ნებართვა დასჭირდება.

„ჩვენ მზად ვართ დავუდასტუროთ და ვაჩვენოთ რეგულატორებს შესყიდვის პოზიტიური გავლენა მომხმარებლებზე, დეველოპერებსა და კონტენტის შემქმნელებზე“ – აცხადებენ ფეისბუქში.