დეივიდ ლინჩის მისტიური სიტკომი „კურდღლები“ Youtube-ზე გავრცელდა

დეივიდ ლინჩმა რვა სერიისგან შემდგარი სიტკომი „კურდღლები“ Youtube-ზე გაავრცელა. სერიალი 2002 წელს გამოვიდა და აღსანიშნავია, რომ University of British Columbia-ს ფსიქოლოგები მას ეგზისტენციალური კრიზისის შეგრძნების გამოწვევის მიზნით იყენებენ.

სერიალში მოქმედება უსახელო ქალაქში ხდება, სადაც სულ წვიმს, მთავარი პერსონაჟები კი ჰუმანოიდი კურდღლები არიან – ჯეკი, სუზი და ჯეინი.

დეივიდ ლინჩმა სიტკომი საკუთარ ეზოში გადაიღო 2002 წელს. კურდღლების როლებს სკოტ კოფი, ლაურა ჰერინგი და ნაომი უოტსი ასრულებენ. სერიალის გმირები ხშირად წამოისვრიან ერთი შეხედვით უაზრო ფრაზებს, რომლებიც კონტექსტში არ ჯდება, თუმცა ეს სიტკომს მისტიურს და საშიშს ხდის.

„კურდღლების“ პირველი სერია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ის შეგიძლიათ დეივიდ ლინჩის Youtube არხზე.