ოსკარი დაგეგმილზე ორი თვით გვიან ჩატარდება

ოსკარების 2021 წლის დაჯილდოება ჩატარდება, თუმცა ორი თვით გვიან. ამერიკის კინოაკადემიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ ოსკარების დაჯილდოების 93-ე ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება.  წინა ინფორმაციით კი დაჯილდოება  28 თებერვალს უნდა გამართულიყო. 

Oscars 2021: 5 Questions Facing the Academy Awards During COVID-19 ...

აკადემიის პრეზიდენტის, დევიდ რუბინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფილმები ყველაზე რთულ დროსაც კი ჩვენი მთავარი ნუგეშისმცემელი იყო. მისი თქმით, ოსკარის გახანგრძლივებული თარიღი კინოხელოვანებს საშუალებას მისცემს, რომ დაასრულონ პროექტებზე მუშაობა.