სტივენ კინგმა ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ სურს „პარასკევი 13“-ის მთავარ ბოროტმოქმედ ჯეისონ ვურჰისზე წიგნი დაწეროს.

„საუკეთესო ნოველის იდეა, რომელიც არასდროს დამიწერია (და ალბათ არასდროს დავწერ) I JASON-ია, ჯეისონ ვურჰისის თვალით დანახული ისტორია და მისი ჯოჯოხეთური ბედისწერა: მრავალჯერ სიკვდილი კემპ კრისტალის ტბაზე.“ – წერს სტივენ კინგი ტვიტერზე.
მის პოსტებს საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულებისგან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიუხედავად, „I Jason“-ს სავარაუდოდ ვერასდროს ვიხილავთ, „პარასკევი 13“-ის საავტორო უფლებების გამო, რასაც თავად კინგიც აღნიშნავს ტვიტერზე. თუმცა ის იმედოვნებს, რომ ჯეისონის ისტორიის მოყოლას ოდესმე მაინც გადაწყვეტენ და კინოკომპანია Blumhouse-ს ფილმის გადაღებისკენ მოუწოდებს.