ბრიტანეთში მცხოვრები მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს. კონცერტის ნახვა მსმენელს ქეთი მელუას ოფიციალურ Youtube არხზე შეეძლება.
ონლაინ-კონცერტის მიზანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნულზე ქეთი მელუამ Twitter-ზე ატვირთულ ვიდეოში ისაუბრა.
„ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, რისი გაკეთება შემეძლო, რათა ვინმეს რამეში დავხმარებოდი. გადავწყვიტე, შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც Covid-19-ის კრიზისი დროს შთამბეჭდავად მუშაობდა.“