ჰონგ-კონგის დისნეილენდი მუშაობას აახლებს

დისნეილენდის თემატურ პარკთაგან ერთ-ერთი – ჰონგ-კონგის დისნეილენდი კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, ხუთშაბათიდან ხელახლა იხსნება. იგი რიგით მეორე თემატური პარკია, რომელიც პანდემიის შემდგომ მუშაობას აახლებს.

MIKE CLARKE/AFP/GettyImages

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ ნაწილი ჰონგ-კონგის საზოგადოებისა, რომელმაც დიდი მხნეობა გამოიჩინა და უზადო შრომა გასწია იმისთვის, რომ პანდემიას გამკლავებოდა. სტუმრების მიღებისას გავითვალისწინებთ ყველა იმ გამოსადეგ პრაქტიკას, რომელიც ახლახან გახსნილმა შანხაის დისნეილენდმა დანერგა. ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა ზომას, ადგილობრივი მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს რეკომენდაციების გათვალისწინებით.“ – აცხადებს ჰონგ-კონგის დისნეილენდის აღმასრულებელი დირექტორი სტეფანი იანგი, ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.