7 ფილმი კარგი განწყობისთვის

ზოგჯერ ყოველ ჩვენგანს სურს დაივიწყოს პრობლემები და იმ საქმეების წარმოუდგენელი რაოდენობა, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ამ დროს საჭიროა უბრალოდ კომფორტულად მოვკალათდეთ ტელევიზორის წინ და ვუყუროთ კარგ ფილმს, რომელიც ჩვენს კარგ განწყობას უზრუნველყოფს. სიაში წარმოდგენილია ფილმები, რომელებიც არა მხოლოდ აგიმაღლებთ განწყობას, არამედ მოტივაციასაც მოგცემთ პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ.

Silver Linings Playbook

ფილმის მთავარი გმირი პატი, რვა თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარების შემდეგ, მშობლების სახლში ბრუნდება. მას უნდა, რომ ყოფილ მეუღლესთან კვლავ კარგი ურთიერთობა ააწყოს, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას სასამართლოს ბრძანებით ყოფილ მეუღლესთან მიახლოებაც კი ეკრძალება. ყველაფერი იცვლება, როდესაც პატი ტიფანის გაიცნობს.

Leap Year

ირლანდიაში არსებობს ტრადიცია – 29 თებერვალს ქალს შეუძლია რჩეულ მამაკაცს დაქორწინება შესთავაზოს. ფილმის მთავარი გმირი მიემგზავრება დუბლინში, რათა ზუსტად ამ დღეს სცადოს და დაქორწინება შესთავაზოს თავის შეყვარებულს, მაგრამ ამინდი მის გეგმებს ცვლის და შეყვარებულთან ჩასასვლელად მას უწევს თხოვნით უცნობს მიმართოს.

Little Miss Sunshine

ფილმში მოთხრობილია ერთი ოჯახის შესახებ, რომლის ექვსივე წევრი ერთდროულად განიცდის სხვადასხვა პრობლემას. ერთ დღეს ისინი გადაწყვეტენ მანქანით გაემგზავრონ სილამაზის კონკურსზე “პატარა მის ბედნიერება”, რომელშიც მათი ქალიშვილი იღებს მონაწილეობას.

Just Married

კომედია გვიყვება ბედნიერი ახალდაქორწინებული წყვილის შესახებ, რომელიც თაფლობის თვეს ევროპაში ატარებს. მოგზაურობისას მთავარი გმირები აღმოაჩენენ, რომ ერთობლივი ცხოვრება არც ისე იოლია.

Crazy Rich Asians

ნიკი და რეიჩელი მიემგზავრებიან სინგაპურში, რათა მეგობრის ქორწილს დაესწრონ. სინგაპურში ჩასული რეიჩელი აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული საოცრად მდიდარი ოჯახიდანაა. ოჯახის წევრები კი სკეპტიკურად არიან განწყობილნი რეიჩელის მიმართ და ფიქრობენ, რომ ნიკმა ცუდი არჩევანი გააკეთა.

10 Things I Hate About You

ფილმის სიუჟეტი ამერიკის პატარა ქალაქში ვითარდება. რთული ხასიათით გამორჩეული კატარინა უმცროს დასთან, ბიანკასთან ერთად სწავლობს სკოლაში. ერთხელაც, ახალი სტუდენტი კამერონი დაინტერესდება ბიანკათი და გადაწყვეტს ყველანაირი გზით მოიგოს მისი გული. პრობლემა მხოლოდ ერთია – გოგონების მკაცრი მამა ახალ წესს შემოიღებს – ბიანკა მხოლოდ მაშინ შეძლებს პაემანზე წასვლას, თუ ვინმე კატარინასაც დაპატიჟებს.

Take the Lead

ყოფილი პროფესიონალი მოცეკვავე, ნიუ-იორკის საშუალო სკოლაში ცეკვის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. სკოლაში არავის სჯერა, რომ ცუდი რეპუტაციის მქონე მოსწავლეები და ახალი მასწავლებელი ოდესმე ერთმანეთს გაუგებენ, თუმცა მალე მათ ცეკვა გააერთიანებს.