ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა. ქურციკი (ჯეირანი) საქართველოში 1960-იან წლებში ბრაკონიერობის მიზეზით გადაშენდა. ქურციკების აღდგენის პროექტი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში 2013 წლიდან დაიწყო. წელს ნაკრძალში ლიკლიკები მეექვსედ დაიბადნენ.
წარმოგიდგენთ ვაჟიკო ყოჩიაშვილის ფოტოებს, რომელიც თავდაპირველად დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.