„მხედვარის“ რეჟისორი სერიალის მეორე სეზონზე საუბრობს

სერიალი „მხედვარის“ რეჟისორმა ლორენ შმიდტ ჰისრიჩმა The Wrap-თან ინტერვიუში სერიალის მეორე სეზონზე ისაუბრა. როგორც შმიდტი აღნიშნავს, მეორე სეზონში მოქმედება ერთ დროში მიმდინარეობს, რადგან პირველ სეზონში არსებულ რამდენიმე თაიმლაინს დიდი კრიტიკა მოჰყვა.

Photo Credits to Wittenberg University

„მხედვარის“ პირველი სეზონის მთავარი გმირები გერალტ რივიელი, ჯადოქარი იენიფერი და პრინცესა ცირი იყვნენ. სერიებში მოქმედება სხვადასხვა დროში მიმდინარეობდა, რაც მაყურებლისთვის რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა. ახლა, როგორც ჰისრიჩი ამბობს, რაკი მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს შეხვდნენ და საერთო მიზნისკენ არიან მიმართულები, აღარ იქნება საჭირო მათი წარსული ცხოვრების ხშირად ჩვენება.

მხედვრები ნამდვილად იშვიათი არსებები არიან, თუმცა გერალტი ნამდვილად არ არის ერთადერთი, ვინც მონსტრებზე ნადირობს. როგორც ჰისრიჩმა თქვა, მეორე სეზონში ახალ მხედვრებსაც უნდა ველოდოთ.

„ჩემთვის საუკეთესო რამ, რაც მეორე სეზონში იქნება, ახალი მხედვრებია. პირველ სეზონში გერალტი გავიცანით და ის ჩვენი მთავარი მხედვარია. მესამე სერიაში ვნახეთ კიდევ ერთი მხედვარი – რემუსი, რომელიც მალევე გარდაიცვალა.“ – ამბობს ჰისრიჩი.

„მხედვარის“ მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია.