საქველმოქმედო აუქციონი – 15 წუთი კიანუ რივზთან ერთად

ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი საქველმოქმედო აუქციონს მართავს, რომლის პრიზიც მასთან ვიდეო ქოლი იქნება.

PHOTO BY EMMA MCINTYRE/GETTY IMAGES/GETTY IMAGES

„მატრიცის“ ვარსკვლავი გამარჯვებულს 15 წუთს დაუთმობს. „პოპულარობის 15 წუთი კიანუ რივზთან ერთად“ – ასე ეწოდება აუქციონს, რომლის საწყისი ფასი 10,000 დოლარია, თუმცა მისი ამჟამინდელი ფასი 16,700 დოლარს შეადგენს.

აუქციონის აღწერაში წერია: „შენ მას იცნობ. შენ ის გიყვარს. ის მართლა ფასდაუდებელი რამაა და ახლა შანსი გაქვს ის სახლიდან იხილო! მოამზადე კითხვები და გაატარე 15 წუთი მსახიობ, რეჟისორ, პროდიუსერ და მუსიკოს კიანუ რივზთან ერთად.“

აუქციონი 22 ივნისს, შუადღის 12 საათზე მთავრდება. მოგებული კიანუ რივზს ივლისის დასაწყისში გაესაუბრება. შემოსული თანხა აიდაჰოს ბავშვთა სიმსივნის საქველმოქმედო ფონდს – Camp Rainbow-ს გადაერიცხება.