სულ მალე კეტი ბეიტსს, მეგი სმიტსა და ლორა ლინს ახალ ფილმში The Miracle Club ერთად ვიხილავთ.
ცნობილია, რომ The Miracle Club- ს ირლანდიელი რეჟისორი თადეოს ო’სალივანი გადაიღებს.
ფილმის სიუჟეტი შეეხება სამ დუბლინელ ქალს, რომლებიც ერთმანეთთან საფრანგეთში მოგზაურობის დროს დამეგობრდებიან.
ფილმის გადაღებები 2021 წელს დუბლინში დაიწყება. ფილმის პრემიერა კი 2022 წელსაა დაგეგმილი.