„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები ბავშვების დასახმარებლად Dungeons & Dragons ითამაშებენ

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკლავები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად, ისინი აპირებენ სამაგიდო თამაში Dungeons & Dragons პირდაპირ ეთერში ითამაშონ, შემოსული თანხა კი Covid-19 პანდემიით დაზარალებულ ბავშვებს გადაურიცხონ. თამაშის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში პლატფორმაზე Twitch იქნება ხელმისაწვდომი.

Dungeons & Dragons ფენტეზის ჟანრის სტრუქტურული, ღია როლური თამაშია. ჩვეულებრივ, თამაში დახურულ სივრცეში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები მაგიდის გარშემო სხედან. როგორც წესი, თითოეული მოთამაშე ერთ პერსონაჟს მართავს.