ივნისის თვის პრემიერების გიჟური გრაფიკისგან განსხვავებით ივლისში ნეტფლიქსი უფრო მსუბუქ სიას გვთავაზობს. დოკუმენტური შოუები, ფილმები, სერიალები – წარმოგიდგენთ იმ შოუებისა და ფილმების ჩამონათვალს, რომელსაც ნეტფლიქსზე ივლისში ვიხილავთ.
1 ივლისი
Unsolved Mysteries
საყვარელი ადამიანების მოულოდნელი და ამოუხსნელი გაუჩინარება, ხანდახან კი საშინელი სიკვდილი; მცდელობა დეტექტივებთან და ჟურნალისტებთან ერთად მიაგნო ახალ სამხილებს, გააზიარო შენი თეორიები, იპოვო ახალი ეჭვმიტანილები – ამ ყველაფერს ვიპოვით ამოუხსნელი მისტერიების ახალ ვერსიაში. 12 სერიისგან შემდგარი დოკუმენტური შოუს პირველი 6 სერიის პრემიერა პირველ ივლისს შედგება ნეტფლიქსზე. შოუზე Stranger Things-ის პროდიუსერებმა იმუშავეს
2 ივლისი
Warrior Nun
3 ივლისი
Desperados
The Baby-Sitters Club
JU-ON: Origins
6 ივლისი
The Hater
8 ივლისი
Stateless
10 ივლისი
The Old Guard
Dating Around: Brazil
საკუთარი მეორე ნახევრის პოვნა საკმაოდ რთული ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ მრავლად ვიპოვით გაცნობით აპლიკაციებსა თუ პლატფორმებს. პაემნები ბრაზილიაში შოუა, რომლის ექვსი მონაწილე ცდილობს იპოვოს ახალი სიყვარული სან-პაოლოში. შოუს თითოეული მონაწილე ხუთ „ბრმა პაემანზე“ მიდის, სადაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ხვდება. შეხვედრა კი ბევრნაირად შეიძლება დასრულდეს – ახალი გულწრფელი ურთიერთობები, „დაფრენდზონება“, „არ მიცნობ, არ გიცნობ“.
16 ივლისი
Fatal Affair
ძველ მეგობარ დეივიდთან მოკლეხნიანი სასიყვარულო ურთიერთობისას ელი აღმოაჩენს, რომ დეივიდი იმაზე მეტად საშიში და არასტაბილური ადამიანია, ვიდრე მოელოდა. ამ მიზეზით, ელი გადაწყვეტს შემოირიგოს ქმარი და შეინარჩუნოს ქორწინება. ფილმში მთავარ როლებს ნია ლონგი, სტივენ ბიშოპი და ომარ ეპსი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი პიტერ სალივანია.
24 ივლისი
Offering to the Storm
Dark Desire
ცნობილი ადვოკატი და უნივერსიტეტის პროფესორი ალმა, რომელიც საკუთარი მეგობრისთვის განქორწინებისგან გამოწვეული დარდის გაქარვებას ცდილობს, 23 წლის დარიოსთან გააბამს გიჟურ სასიყვარულო ურთიერთობას. ქმართან და ქალიშვილთან დაბრუნების შემდეგ ალმა ცდილობს მომხდარის დავიწყებას, თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად იწყება.
The Kissing Booth 2
31 ივლისი
The Umbrella Academy