პრიცკერის პრემია არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ის 1979 წლიდან ყოვეწლიურად გაიცემა. 2020 წელს პრემია ორმა ქალმა – ივონ ფარელმა და შელი მაკნამარამ მიიღო.

ფარელმა და მაკნამარამ ერთმანეთი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში, არქიტექტურის სკოლაში სწავლისას გაიცნეს. სწორედ ამ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ ისინი 1976 წლიდან 2005 წლამდე, ხოლო 2015 წელს გახდნენ ამავე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორები.
1978 წელს ივონმა და შელიმ სამ პარტნიორთან ერთად არქიტექტურული ფირმა „Grafton Architects“ დააფუძნეს. სწორედ ამ ფირმას ეკუთვნის შემდეგი გამორჩეული პროექტები: საერთო საცხოვრისი დუბლინში (2000 წ.), ირლანდიის ურბანისტიკის ინსტიტუტი (2002 წ.), ბუნიობის ხელოვნების ცენტრი (2007 წ.), ლორეტოს საჯარო სკოლა (2006 წ.), ფინანსთა სამინისტროს საოფისე შენობა (2009 წ.), ლიმერიკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შენობა (2012 წ.).

ფირმაში საბოლოოდ მხოლოდ ფარელი და მაკნამარა დარჩნენ და დაფუძნებიდან ზუსტად 25 წლის შემდეგ მიიღეს პირველი შეკვეთა ქვეყნის საზღვრებს მიღმა: ბოკონის უნივერსიტეტის შენობის მშენებლობა მილანში 2008 წელს დასრულდა და იმავე წელს მიიღო 2008 წლის საუკეთესო შენობის ჯილდო ბარსელონას მსოფლიო არქიტექტურულ ფესტივალზე. მომდევნო მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი არქიტექტორებმა პერუში წარმოადგინეს – ლიმას UTEC უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ერთ წელიწადშ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო – RIBA International Prize 2016 მიიღო. გასულ წელს დასრულდა ფარელისა და მაკნმარას დაპროექტებული საუნივერსიტეტო შენობების მშენებლობა პარიზსა და ტულუზაში.







Grafton Architects-მა 2012 წლის ვენეციის ბიენალეზე ვერცხლის ლომი მოიპოვა, 2019 წელს ფირმამ მიიღო RIAI James Gandon მედალი არქიტექტურაში მიღწეული წარმატებისათვის, ხოლო 2020-ში RIBA-ს სამეფო ოქროს მედალი.
წარმოგიდგენთ ფარელისა და მაკნამარას მოსაზრებებს, რას ნიშნავს პასუხისმგელობა დედამიწის მიმართ, როგორია იყო არქიტექტორი და ა.შ.