ერთ-ერთი უძველესი კონიაკი €130,000-ზე მეტად გაიყიდა

258 წლის წინ დამზადებული კონიაკი Sotheby’s-ს ონლაინ აუქციონზე 131,990 ევროდ გაიყიდა. როგორც ცნობილია, ის 1762 წელს საფრანგეთში დამზადდა მეისონ გოტიეს (Maison Gauthier) მიერ. ამ დრომდე მსგავსი სიძველის კონიაკებიდან მხოლოდ სამი ბოთლი შემორჩა. წელს გაყიდულ კონიაკს „დიდი ძმა“ დაარქვეს, რადგან შემორჩენილი სამი კონიაკიდან ყველაზე დიდი მოცულობისაა.