მოუსმინეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ Nirvana-ს სიმღერას

Youtube-ს მომხმარებელმა სახელად Funk Turkey ჯგუფ Nirvana-ს ახალი სიმღერა გამოაქვეყნა, სახელწოდებით „Smother“. სიმღერა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა დაწერილი. როგორც Funk Turkey განმარტავს, მან ჯერ ჯგუფის ტექსტები და კომპოზიციები დეტალურად შეისწავლა და შემდეგ დაიწყო ახალ სიმღერაზე მუშაობის პროცესი, ასე შეიქმნა მის სამზარეულოში 3-წუთიანი სიმღერა „Smother.“ ნირვანას სიმღერების გარდა, Funk Turkey-ს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი აქვს AC/DC-ს, Metallica-სა და სხვა ბენდების სიმღერებიც.