უფლებადამცველმა მალალა იუსუფზაიმ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა

პაკისტანელმა უფლებადამცველმა და ნობელის პრემიის ახალგაზრდა მფლობელმა, 22 წლის მალალა იუსაფზაიმ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა.

„რთულია გადმოვცე ის სიხარული და მადლიერება, რომელსაც განვიცდიდი, მაშინ, როცა დავამთავრე ოქსფორდის ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, ახლა უბრალოდ Netflix-ს ვუყურებ, წავიკითხავ და დავიძინებ“ – დაწერა უფლებადამცველმა Twitter-ზე.

მალალა საქვეყნოდ ცნობილი 11 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ , რაც 2009 წელს BBC-ის ბლოგერი გახდა, სადაც თალიბანის რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებასა და გოგონების განათლების უფლებების შესახებ წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბებმა გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალეს. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, რამაც აგრესია გამოიწვია. 2012 წელს თალიბებმა მისი მოკვლა სცადეს . მძიმე ჭრილობებისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის და მისი ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.