შესაძლოა მალე მაყურებელმა Mamma Mia-ს მესამე ნაწილი იხილოს

Mamma Mia-ს პირველი ფილმი 2008 წელს გამოვიდა, მისმა შემოსავლებმა 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 10 წლის შემდეგ, 2018 წელს გამოვიდა მეორე ნაწილიც, რომელმაც კინოგაქირავებაში ასევე მაღალ წარმატებას მიაღწია.

ახლა კი მიუზიკლის პროდიუსერი ჯუდი კრეიმერი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, რომ მაყურებელმა მესამე ნაწილიც იხილოს.

“ჩაფიქრებული იყო, რომ ეს ისტორია ტრილოგია ყოფილიყო.” – ამბობს ინტერვიუში ჯუდი კრეიმერი.