ბარსელონას ელ ლისეუს ოპერის გახსნას თითქმის 3000 მცენარე დაესწრო

ბარსელონას ელ ლისეუს ოპერა ორშაბათს გაიხსნა, აუდიტორიაში მუსიკოსების გარდა 2 292 ქოთნის მცენარე იყო. კონცერტი ესპანეთის სამთვიანი საგანგებო რეჟიმის დასრულებას მიეძღვნა. იდეის ავტორი ესპანელი კონცეპტ-არტისტი ეუგენიო ამპუდია გახლავთ.

„ვუყურებდი რა ემართებოდა ბუნებას მთელი ამ დროის განმავლობაში. ბევრად მეტი ჩიტის სიმღერის ხმა გავიგე. ჩემს ბაღში და გარეთ ყვავილები უფრო სწრაფად იზრდებოდნენ. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ახლოს ვარ ხალხთანაც და ბუნებასთანაც,“ – ამბობს ამპუდია.

მცენარეები საჩუქრად ბარსელონას საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალს გადაეცემა.