ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს – ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი მეოთხე სპორტსმენია, რომელსაც კორონავირუსი ადრიატიკის ტურნირის შემდგომ დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ტურნირზე შეკრებილი საზოგადოება არ იცავდა სოციალური დისტანცირების წესებს.

ჯოკოვიჩი მონაწილეობას იღებდა სერბეთსა და ხორვატიაში გამართულ საჩოგბურთო ტურნირებში. ამავე ტურნირში იღებდა მონაწილეობას ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვიც, რომელსაც ჯოკოვიჩამდე დაუდასტურდა კორონავირუსი. გავრცელებული ინფორმაციით ხსენებულ ორ ჩოგბურთელს ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ.

გარდა ამისა, Sky News იტყობინება, რომ კორონავირუსი ჯოკოვიჩის ცოლსაც დაუდასტურდა.