პრინცის გიტარა აუქციონზე 563,000 დოლარად გაიყიდა

მომღერალ პრინცის უნიკალური ელექტრო გიტარა Cloud 2 Blue Angel აუქციონზე 563,000 დოლარად გაიყიდა. 1984 წელს ტურნისთვის Purple Rain სპეციალური შეკვეთით დამზადებული გიტარით მომღერალი მნიშვნელოვან კონცერტებზე უკრავდა. სწორედ ამ ინსტრუმენტით გამოდიოდა მომღერალი სცენაზე, ისეთი კომპოზიციების შესასრულებლად, როგორებიცაა Purple Rain, Parade, Sign O’the Times და Lovesexy. Diamonds and Pearls-ის ტურნეს დასრულების შემდეგ გიტარას შეკეთება დასჭირდა. როგორც ცნობილია, მომღერალმა იგი ლოს-ანჯელესში გიტარების მაღაზიაში ჩააბარა და მისი ბედი მანამ იყო უცნობი, სანამ მაღაზიის მფლობელმა Cloud 2 აუქციონის სახლში არ მიიტანა, მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომ გიტარა ლეგენდარულ მომღერალს ეკუთვნოდა.

აუქციონის სახლის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Cloud 2 Blue Angel პრინცის ყველაზე მნიშვნელოვანი გიტარაა.