მეომარი ქალები – დნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ 13 წლის მეომარი სკვითი გოგონა იყო

უახლესმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ მეომარი ქალების შესახებ ამ დრომდე არსებული ლეგენდები რეალურად სიმართლეს წარმოადგენს. მითებად არსებული ამბების უკან კი ნამდვილი ქალები დგანან.

არქეოლოგებმა 2019 წელს ამჟამინდელ რუსეთის ტერიტორიაზე 2,500 წლის წინ მომთაბარე სკვითების ტომის ნამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით ნაპოვნია ორი ქალის ნამარხი. ერთი მათგანი 40-50, ხოლო მეორე მათგანი დაახლოებით 30-40 წლის იყო.

Three generations of ancient Amazon women warriors found in ...

არქეოლოგმა ვალერი გულიაევმა განაცხადა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქალები ცხენზე ამხედრებულები იბრძოდნენ. სამარხში აღმოჩენილია ასევე ორი საბრძოლო იარაღიც – შუბი.

სულ ცოტა ხნის წინ კი, რუსმა მკვლევრებმა 2,600 წლის სკვითის გენომი გაშიფრეს. როგორც ცნობილია, ეს აღმოჩენა 1988 წელს გაკეთდა. ბავშვის დნმ-მა აჩვენა, რომ იგი გოგო იყო. მეომარი ნაჯახთან და ისრებთან ერთად იყო დაკრძალული. მისი ასაკი კი 13-14 წელია. 

წყარო: fox2now.com