“ქარწაღებულნი” HBO Max-ზე დაბრუნდა. ლეგენდარულ ფილმს თან დართული აქვს ორი ვიდეო, სადაც ფილმის ისტორიულ კონტექსტს მიმოიხილავენ.
პირველ ვიდეოში ფილმების მიმომხილველი, ჟაკლინ სტიუარტი, ლაპარაკობს, რატომ უნდა ჰქონდეს თან დართული დისკუსია 1939 წელს გადაღებულ ფილმს, ხოლო მეორე ვიდეოში კი, ისტორიკოსი, დონალდ ბოილი “ქარწაღებულნის” დატოვებულ რთულ მემკვიდრეობას მიმოიხილავს.
შეგახსენებთ, რომ HBO Max-მა “რასისტული გამოსახულებების” გამო “ქარწაღებულნი” სარჩევიდან 10 ივნისს ამოიღო.