WWDC 2020-ზე Apple-მა განაცხადა, რომ Intel-ის პროცესორების ნაცვლად საკუთარი წარმოების სისტემაზე გადადის Mac კომპიუტერებში.
პირველი კომპიუტერები ახალ ჩიპებზე 2020 წელს გამოვა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, Apple Silicon-ის შემუშავების პროცესი ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. დეველოპმენტი საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს წარმადობა და შეამციროს ენერგომოხმარება.