ნასას შტაბბინას მერი ჯექსონის სახელი მიანიჭეს #WomenPWR

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (ნასა) ინჟინერი მერი ჯექსონის სახელი მიენიჭა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯიმ ბრანდენსტაინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია პატივს მიაგებს ქალების, აფროამერიკელების და ნებისმიერი წარმოშობის ადამიანების წვლილს ნასას განვითარებაში. 

NASA to name headquarters after ′trailblazer′ Black engineer Mary ...

მერი ჯექსონი 1921 წელს დაიბადა სამხრეთში, ვირჯინიაში. ის ნასაში 30 წელზე მეტი მუშაობდა. იგი პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელიც აქ ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი ისტორია ასახულია 2016 წელს გამოსულ ფილმში „დამალული ფიგურები“ (Hidden Figures). მერი ჯექსონს, გარდაცვალების შემდეგ, 2019 წელს კონგრესის ოქროს მედალი მიენიჭა. ეს აშშ-ში უმაღლესი  ჯილდოა.

მერი ჯექსონი აშშ-ში მეცნიერებისა და კოსმოსის კვლევის ცნობილი პოპულარიზატორი იყო და 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა გერლსკაუტების მოძრაობაში.