აიფონის შეძენისას EarPods-ისა და დამტენის ყიდვა ცალკე მოგიწევთ

ექსპერტების თქმით, ეფლი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ახალი აიფონის კომპლექტაციას, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ვიხილოთ, შესაბამისად ახალი აიფონის კომპლექტაციაში EarPods ყურსასმენები და დამტენი მოწყობილობა აღარ იქნება.

როგორც ექსპერტები ამბობენ და როგორც მრავალი კვლევა ადასტურებს, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აიფონის შეძენისას პრაქტიკულად არ იყენებს დამტენ მოწყობილობას, რომელიც მას მოყვა და ძველით სარგებლობას განაგრძობს. ჯონ ფინგანსის თქმით ეფლის ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს.