დიორი და ბარბერი მოდის ჩვენებებს განაახლებენ

მოდის გლობალური ბრენდები, დიორი და ბარბერი მოდის ჩვენებების განახლებას გეგმავენ. 22 ივლისს დიორი დაბრუნდება 2021 წლის საკრუიზო კოლექციის ჩვენებით. ეს ბრენდის პირველი მოდის ჩვენება იქნება 2020 წლის თებერვლის შემდეგ და ის იტალიაში ჩატარდება.

ANDREAS RENTZ/GETTY IMAGES

„ბატონ დიორს ეყო სიმამაცე გამოეშვა ახალი კოლექცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენს დნმ-ში ყოველთვის იყო“ – განაცხადა 29 ივნისს, საკითხზე კომენტირებისას მოდის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიეტრო ბეკარიმ.

29 ივნისსვე ბარბერიმ განაცხადა, რომ 17 სექტემბერს წარმოადგენს 2021 წლის გაზაფხულის კოლექციას. ჩვენება ბრიტანეთში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ორივე ბრენდის ჩვენება დახურული იქნება.