ელისონ ბრი BOJACK HORSEMAN-ში ვიეტნამელი პერსონაჟის გახმოვანებისთვის ბოდიშს იხდის

ელისონ ბრი ბოჯეკ ჰორსმენშიერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, დაიენ ნგუენს ახმოვანებდა. პერსონაჟი წარმოშობით ვიეტნამიდანაა.

ელისონ ბრიმ ანიმაციურ სერიალ Bojack Horseman-ში დაიანის პერსონაჟის გახმოვანებისთვის ბოდიში მოიხადა.

“რომ შემეძლოს, დაიან ნგუენს არასდროს გავახმოვანებდი. ახლა ვხვდები, რომ ფერადკანიანი პერსონაჟები ფერადკანიანმა ადამიანებმა უნდა გაახმოვანონ. ჩვენ ხელიდან გავუშვით ვიეტნამურ-ამერიკული საზოგადოების წარმოჩენის ბრწყინვალე შესაძლებლობა. ბოდიშს ვიხდი”. – წერს მსახიობი.