ცნობილი K-pop ბენდის Blackpink ერთ-ერთი წევრი Rosé მოდის სახლ ივ სენ ლორანის (Yves Saint Laurent) გლობალური სახე გახდა.
YSL-ისთვის გადაღებულ დევიდ სიმსის შავ-თეთრ ვიდეოში Rosé ტყავის შავ მოკლე კაბას ატარებს, ანტონი ვაკარელოს 2020 წლის შემოდგომის კოლექციიდან.
Elle Korea-სთვის მიცემულ ინტერვიუში მომღერალი აცხადებს, რომ მისთვის პატივია ბრენდისთვის მუშაობა. „ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ იმ ბრენდის გლობალური სახე ვარ, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მომწონდა.“