ინდოეთი ჩინეთთან სასაზღვრო დაპირისპირების გამო TikTok-ს ბლოკავს

ინდოეთის ხელისუფლებამ ჩინეთთან მიმდინარე სასაზღვრო დავის გამო ქვეყნაში TikTok და სხვა 58 ჩინური აპლიკაცია დაბლოკა.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროში შემოვიდა რამდენიმე საჩივარი, სადაც მომხმარებლები იუწყებიან სხვადასხვა მობილური აპლიკაციების მიერ მომხმარებელთა მონაცემების არაავტორიზებულ გამოყენებას, მათ შორის ინდოეთს გარეთ მდებარე სერვერებიდან“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში, „მონაცემთა ეს ერთიანობა მნიშვნელოვანია ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისათვის, ამიტომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.“

TikTok-ს ინდოეთში 119 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. დაბლოკილ აპლიკაციებს შორისაა WeChat, Baidu Translate, Mi Video Call, Cam Scanner, Weibo და ES File Explorer.